|
2019-06-25 14:56:46, 1636 ნახვა
სამართალი
შსს-მ ნარკოტიკული საშუალების უკანონო გადატანა-გადაზიდვის ბრალდებით სომხეთის მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიცის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1977 წელს დაბადებული ა.ხ., ნარკოტიკული საშუალების უკანონო გადატანა-გადაზიდვის ბრალდებით, საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგის“ ტეროტორიაზე დააკავეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ შემოსავლების სამსახურის მებაჟეებმა მიმდინარე წლის 25 ივნისს დარიალის საბაჟო გამშვებ პუნქტში რუსეთიდან სომხეთის რესპუბლიკის მიმართულებით მიმავალი ავტობუსი შეაჩერეს. ნივთების შემოწმების შედეგად, ამავე ავტობუსში მოთავსებულ ე.წ. „ჰოვერბორდში“ 500 გრამამდე ნარკოტიკული საშალება, სავარაუდოდ, „კოკაინი“ აღმოაჩინეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო გადატანა-გადაზიდვას გულისხმობს. ჩადენილი დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)