|
2019-06-22 06:15:16, 1462 ნახვა
პოლიტიკა
რუსული ავიაკომპანიები საქართველოს მიმართულებით ბილეთების გაყიდვას აჩერებენ
რუსული ავიაკომპანიები საქართველოს მიმართულებით 8 ივლისიდან ბილეთების გაყიდვებს აჩერებენ. რუსული მედიის ინფორმაციით,ავიაკომპანიებმა „სმარტავიამ“, „პაბედამ“, „რედ ვინგზმა“ და „ეს 7“-მა ბილეთების გაყიდვა უკვე შეაჩერეს. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც, რუსულ ავიაკომპანიებს 2019 წლის 8 ივლისიდან რუსეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე ფრენების განხორციელება აუკრძალა. ინფორმაცია კრემლის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა. პუტინი"რუსეთის ნაციონალური უსაფრთოხების უზრუნველსაყოფად" ასე ქვია დოკუმენტს, რომელშიც პუტინი აცხადებს, რომ 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს, მათ შორის კომერციულებს დროებით ეკრძალებათ რუსეთის ფედერაციიდან საქართველოს მიმართულებით ფრენა. პუტინი მთავრობას ავალებს, საქართველოში დროებით მყოფი რუსეთის მოქალაქეები ქვეყანაში დააბრუნონ. ამასთან, მან დაავალა ტუროპერატორებს, აკრძალვის პერიოდში არ გასცენ საგზურები რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)