|
2019-06-21 17:27:11, 1669 ნახვა
კომენტარი
გახარია: პოლიტიკოსებმა შეძლეს მოქალაქეების გულწრფელი პროტესტი ძალადობაში გადაეზარდათ
შინაგან საქმეთამინისტრი გიორგი გახარია რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. როგორც გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ზოგიერთმა პოლიტიკოსმა მოსახლეობის პროტესტი სათავისოდ გამოიყენა და მშვიდობიანი აქცია დაპირისპირებაში გადაიზარდა. "გუშინ იყო ძალიან მძიმე დღე. გუშინ მოხდა სამწუხარო ფაქტი, პოლიტიკოსებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა შეძლეს ჩვენი მოქალაქეების სამართლიანი და გულრწფელი პროტესტი გადაეზარდათ ძალადობაში, რომელიც იყო მიმართული პოლიციის წინააღმდეგ და რომელმაც სააბოლოოდ პარლამენტის შენობაზე შტურმის მიტანის სახე მიიღო. ეს არის უმძიმესი, ამ ქვეყანაში უკვე ათწლეულებია არ მომხდარა. ახლა რაც შეეხება იმას თუ რა მოხდა - მოხდა ჯგუფური თავდასხმები პოლიციაზე, მოხდა ჯგუფური თავდასხმები პარლამენტის შენობაში შეღწევის მიზნით და სამწუხაროდ სიტუაცია დაიძაბა ისე, რომ პოლიციამ, მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმალურად გამოიყენა თმენის ვალდებულება, ჩვენმა მოქალაქეები ეს ეკრანებზე ნახეს, იძულებული გახდა სპეციალური საშუალებები გამოეყენებინა. ვამზადებთ მასალას, რომელიც წუთების მიხედვით ასახავს როგორ ვითარდებოდა მოვლენები რუსთაველის გამზირზე. უდიდესი აღშფოთება ჩემში გამოიწვია იმან, რომ ადამიანებმა, პოლიტიკოსებმა, რომლებმაც დააპროვოცირეს ჩვენი რიგითი მოქალაქეები, შემდგომ მოედნიდან გაქრნენ. პოლიტიკოსებმა და პარტიების კონკრეტულმა წარმომადგენლებმა ერთმანეთს დაუპირისპირეს მოქალაქეები და პოლიცია, ამასობაში 22:00 საათის შემდეგ არც ერთი იქ არ ყოფილა. ახალგაზრდები და პოლიციელები შეატოვეს ერთმანეთს. ეს იყო რთული აქცია. პოლიციამ მაქსიმალურად გამოიყენა თმენის ვალდებულება, სანამ ადამიანების სიცოცხლეს არ დაემუქრა საფრთხე", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)