|
2019-06-19 17:59:33, 1756 ნახვა
ეკონომიკა
გენადი არველაძე: ევროკავშირთან ექსპორტის 22 პროცენტიანი ზრდა ადასტურებს, რომ DCFTA წარმატებით მუშაობს
„2019 წლის იანვარ-მაისში ექსპორტი 14.2 პროცენტით არის გაზრდილი" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების შეფასებისას განაცხადა. გენადი არველაძემ განსაკუთრებულად ხაზი გაუსვა ევროკავშირთან გაზრდილ ექსპორტს - „საქსტატის" მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-მაისში, საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელდა 360.9 მლნ. აშშ დოლარის ექსპორტი, რაც 22.1 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 24.6 პროცენტს შეადგენს. „ჩვენს მნიშვნელოვან პარტნიორებთან იზრდება სავაჭრო ბრუნვა, კერძოდ, ევროკავშირთან გვაქვს 22 პროცენტიანი ექსპორტის ზრდა, რაც ადასტურებს იმას, რომ ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულება მუშაობს და ეს არის კონკრეტულ ციფრებში გამოხატული. მნიშვნელოვანია, რომ ასევე გაიზარდა ევროკავშირის წილი მთლიან ექსპორტში“, - განაცხადა გენადი არველაძემ. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ზოგადად საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი თანხაში არის 13 პროცენტით შემცირებული, რაც გამოწვეულია ექსპორტის ზრდის ტემპით და იმპორტის შემცირებით. „საქსტატის" მონაცემებით, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2019 წლის იანვარ-მაისში, 2 026.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.9 პროცენტია. 2019 წლის იანვარ-მაისში, საქართველოდან დსთ-ის ქვეყნებში ექსპორტირებულია 748.7 მლნ. აშშ დოლარის საქონელი, რაც 28.3 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. იმპორტის მოცულობა 951.3 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა (13.2 პროცენტით ნაკლები), რაც მთლიანი იმპორტის 27.2 პროცენტია. სავაჭრო ბრუნვამ დსთ-ის ქვეყნებთან 1 700.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1.3 პროცენტით მეტია.
(NS)
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილი დააკავეს
IPI მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება
ანტვერპენში ხანძრის შედეგად სულ მცირე 5 ადამიანი გარდაიცვალა
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)