|
2019-06-19 17:40:28, 1282 ნახვა
პოლიტიკა
მეუფე კალისტრატე ცოცხალია და მისი მდგომარეობა მძიმეა
ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე ცოცხალია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიემა - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" ქუთაისის ინტერვენციული სამედიცინო ცენტრის მმართველ კომპანია "ევექსში" განუცხადეს. ქუთათელ გაენათელი რეანიმაციულ განყოფილებაში გადის მკურნალობას. რამდენიმე მედია საშუალებამ დღეს მცდარი ინფორმაცია გაავრცელა, რომ ქუთათელ გაენათელი გარდაიცვალა. მეუფე კალისტრატე, მძიმე ვითარებაში ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღეს დამძიმდა. აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა საპატრიარქოს პრესცენტრის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ. მისი ინფორმაციით, რამდენიმე ხანია ქუთათელ გაენათელი თავს შეუძლოდ გრძნობდა დღეს კი მისი მდგომარეობა დამძიმდა. მეუფე კალისტრატე ერისკაცობაში შოთა მარგალიტაშვილი საპატრიარქოს სინოდში ყველაზე უხუცესია. კალისტრატე 1938 წელს თელავის რაიონი, სოფელი ვარდისუბანში დაიბადა.
ტრამპს სურს, რომ ჯანი ინფანტინო გაეროს შემდეგი გენერალური მდივანი გახდეს - New York Post
აშშ-ის მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში ტრამპს ირანში სახმელეთო შეჭრის დაწყებისკენ მოუწოდებენ
უკრაინამ კრასნოდარსა და ნევინომისკში Wildberry-ის საწყობებს დაარტყა. რვა ადამიანი დაშავდა
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)