|
2019-06-19 13:16:40, 1073 ნახვა
პოლიტიკა
გაბუნია: მშენებლობის საკითხებში რისკების და საფრთხეების გამორიცხვა უკიდურესად პრინციპული საკითხია
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა გაბუნიას განცხადებით, ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებში ცხოვრება მომავალში არ უნდა შენარჩუნდეს ნორმად, ამიტომ კახა კალაძის ინიციატივას მხარდაჭერა ექნება. „არსებობს რისკები, რომელიც შესაძლოა საფრთხე გახდეს მოსახლეობისთვის, ამიტომ ასეთი საკანონმდებლო ცვლილებები აუცილებელია. იქნება ეს K1 და K2 პარამეტრების დარღვევა, სიმაღლის პარამეტრის დარღვევა, უნებართვო მშენებლობა თუ მუნიციპალური ინსპექციის მიერ გაცემული, მშენებლობის შეჩერების შესახებ აქტის შეუსრულებლობა, უნდა არსებობდეს მათზე რეაგირების მექანიზმები, რომ დაცული იქნას ჩვენი მოქალაქეების უსაფრთოება. ეს პრინციპული საკითხია“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ. კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, მუნიციპალიტეტს სჭირდება სათანადო მექანიზმები სამშენებლო დარღვევების აღსაკვეთად და უკანონო მშენებლობებთან მიმართებით ეფექტური პოლიტიკის განსახორციელებლად.
(NS)
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)