|
2019-06-19 12:13:25, 964 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე: კალაძის ინიციატივას მხარს დავუჭერთ, რომ ექსპლუატაციაში მიღების გარეშე, კორპუსებში შესახლება არ მოხდეს
„თბილისის მერის, კახა კალაძის ინიციატივას მხარს დავუჭერთ - ახალ მშენებლობებში, ექსპლოატაციაში მიღების გარეშე, კორპუსებში შესახლება არ უნდა მოხდეს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მისაღევია წინადადება რომ 2019 წლის 16 მაისამდე არსებული იმ სამშენებლო დარღვევების პატიების შესახებ, რომელიც უსაფრთხოებას და ქალაქის ვიზუალურ სტანდარტს არ არღვევს. „თბილისის მერის, კახა კალაძის ინიციატივას მხარს დავუჭერთ - ახალ მშენებლობებში, ექსპლოატაციაში მიღების გარეშე, კორპუსებში შესახლება არ უნდა მოხდეს. ამავე დროს მზად ვართ განვიხილოთ მისი წინადადება 2019 წლის 16 მაისამდე არსებული იმ სამშენებლო დარღვევების პატიების შესახებ, რომელიც უსაფრთხოებას და ქალაქის ვიზუალურ სტანდარტს არ არღვევს. მომავალში, არსებით სამშენებლო დარღვევებზე სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამკაცრება მართებულია, ვინაიდან, ასეთი დარღვევები საბოლოო ჯამში ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას უკავშირდება“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
(NS)
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)