|
2019-06-19 03:56:39, 1294 ნახვა
პოლიტიკა
გრიგოლ ვაშაძე - ხელისუფლების ყველაზე მთავარი ფუნქცია არის, რომ ადამიანის კონსტიტუციური უფლებები დაიცვას
„ხელისუფლების ყველაზე მთავარი ფუნქცია არის, რომ ადამიანის კონსტიტუციური უფლებები დაიცვას, ამის შემდეგ ყველაფერი არის დეტალები,“ - ამ განცხადებით ეხმაურება "რუსთავი 2" ის ეთერში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძე თბილისის პრაიდის დაგეგმილ ღონისძიებას. „შენ თუ იძახი, რომ ვარ ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც ვითომდა, საქართველოს მოქალაქემ მისცა თავის ხმა, მაშინ რა პრობლემა არის, გინდა პირველ შემთხვევაში და გინდა მეორეში, დაიცვას საქართველოს მოქალაქის ინტერესები და კონსტიტუციური უფლებები. თუ ამის თავი არ გაქვს, მაშინ რატომ ცდილობ ხელისუფლებაში იყო, მარტო იმიტომ, რომ სახელმწიფო ტენდერები დახერხო და შენი ნათესავები მოაწყო სახელმწიფო სამსახურში? დღეს, ხომ საქართველოს ყველა მოქალაქემ, ვინც არ არის რეჟიმთან დაკავშირებული, იმიტომ, რომ ეს ხელისუფლება არ არის, ეს არის რეჟიმი, ყველამ მშვენივრად იცის, რომ სახელმწიფო აღარ გვყავს, ის არის მიტაცებული, აღარ გვყავს მთავრობა, ჩვენ გვყავს ადამიანების დაჯგუფება, კრიმინალური, რომელსაც ერთადერთი აზროვნების მიზეზი და საბაბი აქვს, რაც შეიძლება მეტი ფულის ჩატენვა ჩემოდანში, სანამ ქვეყნიდან გაიქცევიან, როდესაც არჩევნებს წააგებენ,“ - განაცხადა ვაშაძემ.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)