|
2019-06-18 16:36:23, 1192 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე - გავრილოვი ნებისმიერ ფორმატში ჩვენგან მოისმენენ იმას, რასაც ყოველთვის ისმენს
რუსეთის წარმომადგენლები ნებისმიერ ფორმატში ჩვენგან მოისმენენ იმას, რასაც ყოველთვის ისმენენ“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, არჩილ თაალკვაძე ანტიქართული განწყობით ცნობილი რუსი დეპუტატი, სერგეი გავრილოვის თბილსიში ვიზიტს. როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, საერთაშორისო ღონისძიებას, რომელიც თბილისში 19-დან 21 ივნისის ჩათვლით გაიმართება, დაესწრებიან ევროპის ისეთი სახელმწიფოს დელეგაციები, რომლებიც საქართველოს განვითარებას და საგარეო კურსს უჭერენ მხარს. „რუსეთის დუმის წარმომადგენლის შესაძლო მონაწილეობაზე, მინდა გითხრათ, რომ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები, ჩვენგან ამ კონფერენციაზე და სხვა ნებისმიერ ფორმატშიც მოისმენენ იმავეს, რასაც ისინი ჩვენგან ყოველთვის ისმენენ. ჩვენი ეროვნული ინტერესების ხარჯზე, არანაირი კომპრომისი არ იქნება, საქართველო აგრძელებს განვითარებას და წარმატებულ რეფორმებს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. საქართველოს მტკიცე პარტნიორი არის ამერიკის შეერთებული შტატები და ოკუპაცია არის უკანონო. გარწმუნებთ, რომ ეს იქნება თბილისში, ბრიუსელში, თუ ვაშინგტონში, ამ საკითხზე ჩვენგან პოზიციები იქნება ყველგან ერთი და იგივე. შესაბამისად, ვინც არ უნდა ჩამოვიდეს აქ, ახალს ამ მიმართულებით ჩვენგან ვერ გაიგებს“, - განაცხადა თალაკვაძემ.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)