06:05 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-18 14:39:28, 1390 ნახვა

კომენტარი
ახალი მინისტრი: ვგრძნობ დაკისრებულ პასუხისმგებლობას - ჩვენი შემდგომი ეტაპი რეფორმის მე-2 ეტაპის განხორციელებაა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ახლადდანიშნულმა მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის კანცელარიაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრს ნდობისთვის და ყოფილ მინისტრს, დავით სერგეენკოს - რეკომენდაციისთვის მადლობა გადაუხადა.

მინისტრმა აქცენტი მოსახლეობისთვის ხარისხიანი მედიკამენტების ხელმისაწვდომობაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს საკითხი ჯანდაცვის სისტემის რეფორმის მეორე ფაზაზე განსაკუთრებულად პრიორიტეტული იქნება. 

"გულწრფელად უნდა ვთქვა, რომ ნამდვილად ვღელავ, ვგრძნობ დაკისრებულ პასუხისმგებლობას და მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ პრემიერ მინისტრს ნდობისთვის და ბატონ დავითს რეკომენდაციისთვის. ჩვენ დღეს ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯანდაცვის რეფორმის პირველი ფაზა წარმატებით დასრულდა, რაც, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი გუნდის და ბატონი დავითის დამსახურებაა. ჩვენი შემდგომი ეტაპი ისახავს მეორე ფაზის განხორციელებას, რომელიც გულისხმობს მეტად ეფექტურ და მიზნობრივ მართვას. რა თქმა უნდა, ჩვენთვის პრიორიტეტულად რჩება ჯანდაცვაში ისეთი საკითხები, როგორიცაა პაციენტის უფლებების დაცვა, მკურნალობის მაღალი ხარისხი, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ფარმაცევტული ბაზრის იმგვარად მოწესრიგება, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს მაღალი ხარისხის მედიკამენტები, ასევე მთელი რიგი პრობლემები, დაკავშირებული სოციალურ სფეროსთან, დევნილებთან დაკავშირებით და შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ჩვენთვის კვლავ რჩება დიდ გამოწვევად. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ არცერთი საკითხი და არცერთი პრობლემა არ დარჩეს ჩვენი ყურადღების მიღმა და პერსპექტივაში მივიღებთ რეგიონში ყველაზე წარმატებულ და ადამიანზე ორიენტირებულ სისტემას", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics