|
2019-06-18 14:02:49, 5262 ნახვა
პოლიტიკა
დავით სერგეენკომ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა დატოვა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომელსაც თავად სერგეენკოც ესწრებოდა. მამუკა ბახტაძემ მას გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. "მთავრობის ნებისმიერი ინიციატივა და რეფორმა მორგებულია ჩვენს მოქალაქეზე. ყველას გახსოვთ რა სისტემა ჩავიბარეთ ჩვენ და რა სისტემა გვაქვს დრეს. ბუნებრივია ეს რეფორმა უკავშირდება ჩვენს პოლიტიკურ გუნდს და დათო სერგეენკოს. ადამიანს რომელმაც შეძლო ძალიან რთული რეფორმების გატარება. განსაკუთრებით მინდა გამოვყო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელმაც სულ სხვა სტანდარტი დაამყარა. ეს იყო უმნიშვნელოვანესი რეფორმა,რომელმაც გზა გაუხსნა სხვა რეფორმების გატარებას. მინდა გამოვყო ც ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა. დათო სერგეენკოს აქვს უზარმაზარი წვლილი ამ წარმატებებში", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. ცნობისთვის, მანამდე დავით სერგეენკო საჩხერის საავადმყოფოს გენერალური დირექტორი იყო. მისი მინისტრობის პერიოდის ძირითადი რეფორმები საყოველთაო დაზღვევას და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას ეხება.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)