08:05 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-13 19:15:16, 1925 ნახვა

კომენტარი
თალაკვაძე: სიძულვილის ენისა და ქსენოფობიის წინააღმდეგ რეგულაციები საჭირო და აუცილებელია

„საზოგადოებისთვის მიუღებელია სიძულვილის ენის გამოყენება, განსაკუთრებით მედიით, მიუღებელია ქსენოფობია და ის აგრესიული შინაარსი, რომელიც შესაძლოა არასრულწლოვნებზე  ძალიან დამაზიანებელ ზეგავლენას ახდენდეს" - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა. 

მისი თქმით,   ძალიან მნიშვნელოვანია ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისი კონკრეტული რეგულაციების მიღება.

თალაკვაძის განმარებით, ეუთოს დასკვნაში  ერთ-ერთი რეკომენდაცია არის სწორედ ის, რომ   სიძულვილის ენა  და ქსენოფობიის საკითხი საარჩევნო კანონმდებლობითაც დარეგულირდეს .

"ჩვენ მზად ვართ, დავუბრუნდეთ იმ საკანონმდებლო  ინიციატივას, რომელიც უკავშირდება სიძულვილის ენას, ქსენოფობიას და ამ სტანდარტის შექმნას მედიაში, ვინაიდან მედია არის საარჩევნო  კამპანიის ერთ-ერთი  შემადგენელი ნაწილი და ბუნებრივია, როგორც არასრულწლოვნები, ისე ზოგადად  საზოგადოება უნდა იყოს დაცული ამ ტიპის მედია შინაარსისგან, რაც არაერთი არჩევნების დროს ვნახეთ ოპოზიციის კლიპებსა და რეკლამებში" - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, ნურავის ექნება  მცდელობა  ეს თემა გამოხატვის თავისუფლებას დაუკავშიროს.

„საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში გამოხატვის თავისუფლების სტანდარტი დაცულია და მომავალშიც დაცული იქნება იქნება. არანაირად ჩვენს კონვენციურ უფლებებთან წინააღმდეგობაში  არ მოვალთ, როდესაც სიძულვილის ენის და ქსენოფობიის წინააღმდეგ რეგულაციებს მივიღებთ. ეს არის საჭირო და ეს არის აუცილებელი." - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics