|
2019-06-13 10:45:41, 1131 ნახვა
პოლიტიკა
პიტერ დორანი: საქართველო არის და უნდა იყოს ნატო-ს შემდეგი წევრი ქვეყანა
ნატო-ს გაფართოებაზე საუბრისას საქართველო არის და უნდა იყოს შემდეგი წევრი ქვეყანა, - ამის შესახხებ ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის პრეზიდენტმა პიტერ დორანმა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კონფერენციის გახსნიშ შემდეგ განაცხადა. მისი შეფასებით, როდესაც ნატო-ს გაფართოებაზეა საუბარი, აშშ-ი თავისი პოლიტიკით მრავალი წლის განმავლობაში ძალიან თანმიმდევრულია. „დღეს გაჟღერებული მთავარი სათქმელიც, რომელსაც პირადად სრულად ვიზიარებ, ეს იყო - ნატო-ს გაფართოებაზე საუბრისას საქართველო არის და უნდა იყოს შემდეგი წევრი ქვეყანა. აბსოლუტური ჭეშმარიტებაა. საბოლოო ჯამში ეს პოლიტიკური დისკუსიის საგანია, რაც ალიანსის შიგნით უნდა შედგეს და გულისხმობს ევროპელი მოკავშირეების - განსაკუთრებით დასავლეთ ევროპელი მოკავშირეების - აქტიურ ჩართულობას. თუმცა, მიმაჩნია, რომ ეს წინააღმდეგობა დაძლევადია. საქართველო ნამდვილად მზადაა გაწევრიანებისთვის. ქვეყანამ ალიანსის ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა. მე, როგორც ამერიკელი მივიჩნევ, რომ პროგრესი იმედისმომცემია, რადგან საქართველო ამერიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოკავშირეა", - განაცხადა პიტერ დორანმა.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)