|
2019-06-13 10:37:29, 962 ნახვა
პოლიტიკა
თურნავა: ჩვენი და აშშ-ის მთავრობის ხედვა ანაკლიის პროექტის შესახებ იდენტურია
ანაკლიის პროექტი სტრატეგიული მნიშვნელობისაა და ბუნებრივია, რომ მასზე გაამახვილა ყურადღება ისეთმა მაღალი რანგის თანამდებობის პირმა, როგორიცაა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, - განაცხადა აშშ-ში ვიზიტით მყოფმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან საუბრისას. მისივე თქმით, მაიკ პომპეოსთან შეხვედრისას პროექტი ძალიან პოზიტიურ კონტექსტში იყო ნახსენები. მინისტრის თქმით, ბუნებრივია, რომ ასეთი მნიშვნელობის პროექტთან დაკავშირებით საკითხს სვამს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მასთან ვიხილავთ ამ საკითხს. „ჩვენი და აშშ-ის მთავრობის ხედვა ამ საკითხთან დაკავშირებით, პრინციპში, იდენტურია. ანაკლიის პროექტი არის უმნიშვნელოვანესი საქართველოსთვის როგორც ეკონომიკურად, ასევე პოლიტიკურად და ამიტომაც საქართველოს მთავრობა ამ პროექტის ესოდენ მხარდამჭერია", - განაცხადა ნათია თურნავამ. მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას ასევე ხაზი გაუსვა იმას, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კიდევ ერთხელ გაუგრძელა ვადა ანაკლიის კონსორციუმს, რათა მან დაფინანსების საკითხი ბოლომდე მიიყვანოს. „ჩვენ ძალიან აქტიურად დავუჭერთ მხარს მოლაპარაკებების პროცესს და ვფიქრობთ, უახლოეს პერიოდში შევძლებთ, გადავიდეთ პროექტის შემდეგ ფაზაზე", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. „უკვე ვთქვი, რომ ჩვენი და აშშ-ის მთავრობის ხედვა ამ პროექტის შესახებ არის ერთმანეთის იდენტური. პროექტი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ყველა მაღალი რანგის შეხვედრაზე შეიძლება მასზე საუბარი", - აღნიშნა ნათია თურნავამ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აშშ-ში საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.
(NS)
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)