|
2019-06-12 20:21:03, 2279 ნახვა
ეკონომიკა
ქართული მხარე აშშ-სთან პირდაპირი ფრენების დაწყებაზე მუშაობს
საქართველოში ამჟამად 100-ზე მეტი პირდაპირი საჰაერო რეისი სრულდება ყოველდღიურად ევროპის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის მრავალი ქვეყნიდან და ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ აშშ-სა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების დაწყებაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ვაშინგტონში, საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის მესამე წლიური კონფერენციის გახსნისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ რადიკალურად განსხვავებული იყო ვითარება რამდენიმე წლის წინ, როდესაც საქართველოში ევროპის რამდენიმე ქვეყნიდან იშვიათი საჰაერო რეისები სრულდებოდა და ეს ბევრისთვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენდა. "საქართველომ გააზრებულად იკისრა ვალდებულება ეკონომიკური ხედვის განხორციელებაზე, რაც სამპუნქტიან სტრატეგიას ეფუძნება. ჩვენ ვახდენთ გეოგრაფიის, ეროვნული უპირატესობებისა და ძალისხმევის მობილიზებას ეკონომიკური ზრდის მდგრადობის უზრუნველსაყოფად, რაც საშუალოდ 5 პროცენტია და ორჯერ აღემატება სამეზობლოში არსებულ მაჩვენებელს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანახმად, საქართველო ლიდერის პოზიციას შეინარჩუნებს რეგიონში მომდევნო 4 წლის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის კუთხით.ვცდილობთ ინკლუზიური ზრდის უზრუნველყოფას, რაც თითოეულ მოქალაქეს მოუტანს სარგებელს. ეს ნამდვილად არ არის არარეალისტური და წელს უკვე გავუსწარით საპროგნოზო მაჩვენებლებს. ჩვენ გვსურს არა მარტო რეგიონული ცენტრი ვიყოთ, არამედ გზაჯვარედინი აზიასა და ევროპას შორის. ჩვენი ხალხი უკვე გლობალურ მასშტაბებზე გავიდა და ამჟამად ვახორციელებთ განათლების სისტემის რეფორმას მასშტაბური კაპიტალდაბანდების გზით, რაც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს მისცემს ჩვენს მოქალაქეებს", - განაცხადა პრემიერმა.
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომიძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)