|
2019-06-10 19:03:04, 1389 ნახვა
პოლიტიკა
ოქრუაშვილი ივანიშვილზე: იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი ახალ პოლიტიკურ მოძრაობას აფუძნებს. ოქრუაშვილის განმარტებით, მას ახალ სახეებთან ერთად საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი პოლიტიკოსებიც შეუერთდებიან. მისივე განმარტებით, მათი სურვილია შეიქმნას „გაბრაზებული ხალხის დიდი მოძრაობა“. „ჩვენ ვართ საორგანიზაცო ჯგუფი, რომელსაც აქვს სურვილი შექმნას გაბრაზებული ხალხის დიდი მოძრაობა, გაბრაზებულის იმ ვაკხანალიაზე, რომელიც დღეს ქვეყანაში ხდება. შევეცდები ვითამაშო გარკვეული როლი, გამომდინარე იქიდან, რა გამოცდილებაც შევიძინე პოლიტიკურ პროცესში ჩემი ყოფნის შედეგად. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მე ვარ ერთი რიგითი ადამიანი და ჩემი თავი ვაიძულე, დაახლოებით ასე ხელის ქეჩოში მოკიდებით და ამოყვანით ამ პროცესში შესვლისთვის, რადგან სურვილი აღარ მქონდა პოლიტიკაში დაბრუნების. მე, ისევე როგორც დაახლოებით მილიონამდე ადამიანი, რომლებმაც ხელისუფლების საწინააღმდეგოდ ბოლო არჩევნებში ხმა მისცა, იძულებული ვარ ეს ნაბიჯი გადავდგა იმისთვის, რომ ქვეყანაში უკეთესობისკენ წავიდეს ყველაფერი. დაგვიჯერებენ თუ არა, ყველას ერთად და არა მარტო მე - ეს უკვე ხალხის ნება-სურვილზეა. სიტყვა მესამე ძალა, გვაქვს თუ არა ჩვენ ამის ამბიცია, ბევრი კითხულობს ამას, ხალხი გადაწყვეტს. ძალიან ბევრი არანაკლები სიმძიმის კატაკლიზმები გადაუტანია ამ ქვეყანას და ივანიშვილი არ არის გამონაკლისი. იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსაო, ნათქვამია“, - განუცხადა ოქრუაშვილმა „რუსთავი 2“-ს. პოლიტიკური მოძრობის მოძრაობის სახელწოდება - „გამარჯვებული საქართველო“ იქნება.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)