|
2019-06-10 13:34:37, 1450 ნახვა
პოლიტიკა
კახიძე - როცა „ოცნებას“ პარლამენტში სუპერ უმრავლესობა აქვს, „მოძველბიჭო ელემენტების“ გამოყენება, გაუგებარია
„დაუშვებელია, რომ სახელმწიფო, პოლიცია, სამართალდამცავი სისტემა და იყოს კრიმინალური სამყაროს თანამშრომელი და მათთან ალიანსში მყოფი“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ოთარ კახიძემ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, იმ ვითარებაში, როცა „ქართული ოცნების“ კონტროლის ქვეშაა 73-დან 72 მაჟორიტარი, გაუგებარია არჩევნებში გასამარჯვებლად კრიმინალური ავტორიტეტები რასი სჭირდებათ. „ძალიან შემაშფოთელია, ის ფაქტი, რომ მმართველ პარტიას საარჩევნო უბნებთან ჰყავს მობილიზებული ის ელემენტები და იმ სამყაროს წარმომადგენლები, რომლებიც ჩვენი კანონმორჩილი მოქალაქეების საკუთრებასა და ჯანმრთელობას უქმნიდნენ საფრთხეს. არ შეიძლება და დაუშვებელია, რომ სახელმწიფო, პოლიცია, სამართალდამცავი სისტემა და მმართველი პარტია იყოს კრიმინალური სამყაროს თანამშრომელი და მათთან ალიანსში მყოფი. ეს ანგრევს თვითონ სახლმწიფოს ფუნდამენტს, ვინაიდან შეუთავსებელია ერთმანეთთან დანაშაული, კრიმინალი და სახელმწიფო როგორც ასეთი. ამიტომ მოგიწოდებთ როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ჩემს კოლეგებს უმრავლესობიდან, ამ ფაქტს მისცეთ შესაბამისი პოლიტიკური შეფასება, რადგან უნდა გადაწყდეს, ჩვენ როგორ სახელმწიფოს ვაშენებთ - იმ ქვეყანას ვაშენებთ და ისეთ გარემოში ვზრდით ჩვენს შვილებს, სადაც მოდაშია და მისაბაძი მაგალითია „მოძველბიჭო ელემენტი“, ჩაცუცქული, რომელიც შეურაცხყოფას აყენებს კანონმორჩილ მოქალაქეებს, რომელიც მონაწილეობს პოლიტიკურ პროცესში უკანონოდ, რომელიც ზეწოლას ახდენს თავისუფალი ნების გამოვლენაზე, ასეთ სახელმწიფოს ვაშენებთ, თუ გვინდა, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა გააკეთონ არჩევანი თავისუფალ, ნორმალურ გარემოში. იმ ვითარებაში, როცა „ქართული ოცნების“ კონტროლის ქვეშაა 73-დან 72 მაჟორიტარი და თქვენ პარლამენტში სუპერ უმრავლესობა გაქვთ, ამ ფონზე კიდევ კრიმინალური სამყაროს გამოყენება საერთოდ გაუგებარია“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)