|
2019-06-09 20:54:28, 949 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე: ოპოზიციის მხრიდან სიცრუესა და ტყუილზე დაფუძნებულ ინფორმაციებს ვისმენთ
„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ოპოზიციის მხრიდან გავრცელებულ ბრალდებებს საარჩევნო პროცესის დარღვევებით ჩატარებასთან დაკავშირებით სიცრუე უწოდა. კალაძის განცხადებით, ბრალდება, თითქოს დედაქალაქის მერიამ ოპოზიციას საარჩევნო პლაკატების გაკვრა აუკრძალა, ტყუილია და მას ამის დამამტკიცებელი დოკუმენტაციის წარდგენაც შეუძლია. „სამწუხაროა, როდესაც ჩვენ ვისმენთ სიცრუეზე და ტყუილზე დაფუძნებულ განცხადებებს და ეს არ უკავშირდება მხოლოდ არჩევნების დღეს - ჩვენ ამას ვისმენდით არჩევნების წინა დღეეების განმავლობაში. მაგალითად, ძალიან დიდი ტყუილი, რასაც ისინი მოსახლეობას ეუბნებოდნენ იყო ის, რომ, თითქოს, დედაქალაქის მერიამ მათ საარჩევნო ბანერების გაკვრა აუკრძალა, რაც ძალიან დიდი ტყუილია. კიდევ ერთხელ მინდა განმარტება გავაკეთო ამასთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ არ მინდა მოსახლეობა ვინმემ შეცდომაში შეიყვანოს: ამ ადამიანებმა საარჩევნო ბანერების გაკვრა ყველანაირი ნებართვის გარეშე დაიწყეს და დედაქალაქის მერიის შესაბამისმა სამსახურებმა ამაზე რეაგირება მოახდინა. მას შემდეგ, რაც ჩვენ ჩამოვხსენით უკანონოდ გაკრული საარჩევნო ბანერები, 27 მაისს „ევროპულმა საქართველომ“ ოფიციალურად მიმართა დედაქალაქის მერიას, რაზეც უკვე 31 მაისს მათ ჰქონდათ დადებითი გადაწყვეტილება საარჩევნო ბანერების გაკვრასთან დაკავშირებით. ამის ოფიციალური დოკუმენტაცია ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია მოიპოვოს , ან მე მოგაწვდით ამის დამადასტურებგელ ყველანაირ საბუთს. ჩემთვის გასაგები იყო, თუ რატომ აკეთებდნენ ეს ადამიანები ასეთ ცრუ განცხადებებს, უბრალოდ სირცხვილია, რომ დღეს შეეცადო მოსახლეობა შეიყვანო შეცდომაში და რაღაც გარკვეული პოლიტიკური ელფერი მისცე ასეთ თემას. დღევანდელ განცხადებებს რაც შეეხება, თუ რაიმე გადაცდომა იყო კონკრეტული პირების მხრიდან, შესაბამისი სამსახურები ამაზე რეაგირებას მოახდენენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)