|
2019-06-07 16:10:29, 1454 ნახვა
პოლიტიკა
სამადაშვილი თურნავას: აქ გონებაჩლუნგი არავინ არაა - გაეცით პასუხი კითხვას, სულელური პრეზენტაციის მოსასმენად არ მოვსულვარ
დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომა, სადაც ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავას 4 საათის განმავლობაში უსმენენ, ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა თურნავას ფოთის პორტთან დაკავშირებით კითხვა დაუსვა. დეპუტატი დაინტერესდა, ხომ არ შეუქმნის პრობლემას ანაკლიის პორტის მშენებლობას ის ფაქტი, რომ ფოთში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა იგეგმებოდა. "ფოთის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის იდეა არ აფრთხობს ანაკლიის პორტის მშენებლობაში მონაწილე ინვესტორს?", - მიმართა სამადაშვილმა ნათია თურნავას. თავის მხრივ, მინისტრმა განმარტა, რომ ფოთის ღრმაწყლოვანი პორტის იდეა 90-იანი წლებიდან მოდის და ის ახალი არ არის. მისივე თქმით, ანაკლიის პორტის მშენებლობას პრობლემა არ შეექმნება, რადგან მას სახელმწფოს მხარდაჭერა აქვს. „ანაკლიის პროცესს ვერაფერი დააზიანებს იმიტომ რომ ანაკლიას უდგას გვერდით სახელმწიფო. თუნდაც ის დოკუმენტი, რომელიც არ იყო და არ წარმოადგენს სამშენებლო ნებართვას, იყო გადახედილი და გაუქმებული ჩემს მიერ, მართალია ტექნიკური ხარვეზის გამო, მაგრამ მყისიერად“, - განაცხადა ნათია თურნავამ. სალომე სამადაშვილმა მას სიტყვა რამდენჯერმე გააწყვეტინა და აღნიშნა, რომ კონკრეტული პასუხი სჭირდება. "აქ გონებაჩლუნგი არავინ არ არის, არ გვჭირდება მეორეჯერ მოსმენა, რაც უკვე თქვით. ჩემს შეკითხვას გაეცით პასუხი - კი ან არა. მე აქ სულელური პრეზენტაციის მოსასმენად არ მოვსულვარ", - მიმართა დეპუტატმა მინისტრს.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)