|
2019-06-07 13:24:52, 951 ნახვა
პოლიტიკა
თურნავა მაღაროელების გაფიცვაზე: კერძო ბიზნესს უნდა მივცეთ საშუალება, ისწავლოს საკუთარ დასაქმებულებთან საუბარი
„ჭიათურაში ჩვენ საქმე გვქონდა ეფექტურ მედიაციასთან, რაც განახორციელა სახელმწიფომ“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, გაფიცული მაღაროელები და დამსაქმებლები პროცესს პასუსიხმგებლობით მოეკიდნენ და შეთანხმება შედგა. „უშუალოდ ვიყავი ჩართული ჭიათურის საკითხის გადაწყვეტაში. ჭიათურაში ჩვენ საქმე გვქონდა ეფექტურ მედიაციასთან, რაც განახორციელა სახელმწიფომ. ჩვენ ჩავერთეთ, როგორც მედიატორები, გაფიცულ მაღაროელებსა და დამსაქმებელს შორის. ჩავერთეთ იმ ეტაპზე, როდესაც მათ გარკვეული დრო გაატარეს, თავიანთი პოზიციების შეჯერებაში და ჩვენ დავინახეთ, რომ ჭირს ბოლომდე კომუნიკაციის დამყარება და გაჩნდა ნამდვილად საჭიროება, რომ ჩვენ, მე და ჩემი კოლეგები ჩავსულიყავით უშუალოდ და მიგვეღო მონაწილეობა მედიაციაში, რაც დასრულდა კონსენსუსით და ეს არის წარმატებული მაგალითი მედიაციის. სახელმწიფო, როგორც წესი, ასეთი ტიპის დავების დარეგულირებაში არ უნდა ერთვებოდეს. თუმცა გავითვალისწინეთ რა, ჭიათურა და ზესტაფონი არის უდიდესი სისტემის შემქმნელი კომპლექსი, ძალიან მნიშვნელოვანი დამსაქმებელი ჩვენთვის, გავითვალისწინეთ ისიც, რომ ჭიათურაში არის სახელმწიფოს მიერ წარგზავნილი დროებითი მმართველი და აქედან გამომდინარე რიგი საკითხები იყო ისეთი, სადაც ჩვენ ძალიან მომთხოვნები ვართ ამ ინვსეტორთანაც და სხვა ინვესტორების მიმართ. კერძოდ, რაც შეეხება შრომის ღირსეულ პირობებს, აქედან გამომდინარე ჩავერთეთ მედიაციაში. ის, რომ შედგა კონსენსუსი, ეს შესაძლებლად გახადა, ორივე მხარის პასუხისმგებლიანმა მიდგომამ. მე ვგულისხმობ კომპანიას და მაღაროელებს. ძალიან დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ ამ პროცესს და შედგა შეთანხმება. ზოგადად, ჩვენი პოზიცია ასეთი მსხვილი დამსაქმებელი საწარმოების მიმართ ისეთი, რომ პრიორიტეტი ყოველთვის მიენიჭება შრომის ღირსეულ პირობებს და დასაქმებულების ინტერესების დაცვას. თუმცა ისევ ვამბობ, რომ ჩვენი ჩარევები უნდა იყოს ძალიან დოზირებული. ჩვენ უნდა მივცეთ საშუალება კერძო ბიზნესს და ჩვენ ვაშენებთ ეკონომიკისაც კერძო ინვესტიციაზე დაფუძნებით, თვითონ ისწავლოს საკუთარ დასაქმებულებთან საუბარი და არ დაუშვას მსგავსი ტიპის ექსესები“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)