|
2019-06-07 10:29:28, 1004 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება ქართველი ხალხის ცივილიზაციური არჩევანია, საქართველო ამას იმსახურებს
ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება ჩემი ერის ცივილიზაციური არჩევანია, საქართველო ამას იმსახურებს, რადგან ჩვენ ყველა კრიტერიუმს ვაკმაყოფილებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კალიფორნიის Commonwealth club-ში საჯარო დისკუსიისას ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის საქართველო მოწინავე და სამაგალითო სახელმწიფოა. "ევროკავშირთან უკვე გვაქვს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე, უვიზო მიმოსვლა; ახლა აქცენტს ვაკეთებთ ევროკავშირთან და მის ინსტიტუტებთან მჭიდრო დარგობრივ ინტეგრაციაზე. რაც შეეხება ნატო-ს, ჩვენ მისი ძლიერი და ყველაზე დიდი წვლილის შემტანი პარტნიორი ვართ. ილუზიები არ გვაწუხებს. გვესმის, რომ ნატო-ში გაწევრიანება ერთ დღეში ვერ მოხდება. ეს გეოპოლიტიკურ კონტექსტსაც უკავშირდება. თუმცა, ეს ჩვენი მისწრაფებაა. ეს ჩვენთვის - ჩემი ერისთვის - ცივილიზაციური არჩევანია. გვესმის, რომ ეს გზა დაბრკოლებებით აღსავსე იქნება, მაგრამ მზად ვართ მათ გადასალახად. ეს ჩვენი მეგობრების დახმარებით მოხდება. ჩვენი მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების იდეას. ეს არ არის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ინიციატივა ხალხიდან მოდის და ამიტომ ყოველთვის ხაზს ვუსვამ, რომ ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება ჩემი ერის ცივილიზაციური არჩევანია. საქართველო ამას იმსახურებს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)