00:42 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-03 14:27:01, 1154 ნახვა

პოლიტიკა
კაპანაძე ხორავას ქუჩის საქმეზე: დადასტურდა ის, რაზეც საგამოძიებო კომისიამ დასვკნა დადო

 „ევროპული საქართველოს წევრი“, ხორავას ქუჩის საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე ხორავას ქუჩის საქმეზე სააპელაციო საამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება. 

დეპუტატის განცხადებით , დადასტურდა პრაქტიკულად საგამოძიებო კომისიის მიერ დადებული დასკვნა, კერძოდ დავით სარალიძის მკვლელი არ არის იდენტიფიცირებული და არის თავისუფლებაზე.

სერგი კაპანაძის თქმით, კომისიის დასკვნა არის ისევ რეველანტური და იდენტიფიცირებულია გარემოებები და მათზე უნდა მოხდეს რეაგირება.

„მოვისმინეთ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით, დადასტურდა პრაქტიკულად ის რაზეც  საგამოძიებო კომისიამ შარშან დადო თავისი დასკვნა. კერძოდ ის რომ მკვლელი დავით სარალიძის არ არის იდენტიფიცირებული და არის თავისუფლებაზე. შესაბამისად, ამ სასამართლომაც კი ,რომელიც სრულიად კონტროლდება ხელისუფლების მიერ არ გაიზიარა ის აბსურდული, კატასტროფული, მე ვიტყოდი არგუმენტები, რომელიც გააჩნდა პროკურატურას ჯერ კიდევ პირველ ინსტანციაში და ახლა სააპელაციო დონეზე საჩივრის დროს.

 როგორც ჩანს მოერიდა სასამართლო იმ რისხვას რაც შეიძლება მოყოლოდა არასამართლიან გადაწყვეტილებას , რომ პრაქტიკულად პირველ დონეზე მიღებული გადაწყვეტილება დატოვა ძალაში.

ეს ნიშნავს შემდეგს , კომისიის დასკვნა არის ისევ რეველანტური, ჩვენს მიერ იდენტიფიცირებული გარემოებები, არის ისევ რეველანტური და მათზე უნდა მოხდეს რეაგირება უმოკლეს ვადებში, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს შემთხვევა,როდესაც ახალგაზრდა ადამიანის განძრახ მკვლეობაში მონაწილე ადამიანი, რომელმაც მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა დათო სარალიძეს, არის თავისუფლებაზე და ეს ყველამ იცის. ამის შესახებ არის დასკვნები დადებული საპარლამენტო კომისიის მიერ და ეს დაადასტურა მეორე ინსტანციამ სასამართლოსი“, - აღნიშნა სერგი კაპანაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics