|
2019-06-03 14:19:31, 954 ნახვა
პოლიტიკა
მათიკაშვილი: ხორავას ქუჩის საქმეზე გამოძიება გაგრძელდება და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა
ხორავას ქუჩის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და განაჩენი არც საკანონმდებლო და არც აღმასრულებელი ხელისუფლების შესაფასებელი არ არის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, განაჩენი უნდა აღსრულდეს და აღმასრულებელი ხელისუფლება სწორედ ამაზეა პასუხისმგებელი. „კარგია, რომ ოჯახი მიესალმა სააპელაციო სასამართლოს განაჩენს. კომენტარიდან გამომდინარე ვნახეთ, რომ პირველად დაინახეს სამართლის აღსრულების რეალური შანსი და ამას მხოლოდ მივესალმებით. აქვე შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ იმ განცხადებასა და განწყობას, რომ ეს ფაქტი არც ერთი პოლიტიკური ძალის მიერ სპეკულაციად და საკუთარი პოლიტიკური ქულების დაწერის მიზეზად არ უნდა იყოს გამოყენებული. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ გამოძიება და სასამართლო პროცესი ისე გაგრძელდება და დასრულდება, რომ თუ რამე კითხვის ნიშანი არსებობდა ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეზე, ყველა კითხვაზე პასუხი გაცემული იქნება. რაც ყველაზე მთავარია, სამართალი აღსრულდება. ეს უმნიშვნელოვანესია“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)