|
2019-06-03 11:14:32, 1024 ნახვა
პოლიტიკა
„ევროპული საქართველო“ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ არაჯეროვან შესრულებაზე დადგენილების მიღებას ითხოვს და გენპროკურორს იბარებს
"ევროპული საქართველო" "ოთხოზორია-ტატუნაშვილის" სიასთან დაკავშირებით გენერალურ პროკურორს შალვა თადუმაძეს პარლამენტში იბარებს. გარდა ამისა, პარტია ამავე სიის არაჯეროვან შესრულებაზე დადგენილების მიღებას ითხოვს. საკითხის დაყენებას "ევროპული საქართველო" დღევანდელ ბიუროს სხდომაზე აპირებს. „გენერალურ პროკურორს მოუწევს პარლამენტში მოსვლა და პასუხის გაცემა კითხვაზე, რატომ არ არის საქმე დაწყებული არცერთი იმ მიმართულებით, რომელიც გამოიწვევს ბრალის წაყენებას ერთის მხრივ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის საოკუპაციო ძალებში ვინც მსახურობენ და მეორეს მხრივ იმ ადამიანებისთვის ვინც ვიცით, რომ ფიგურირებდა ოთხოზორიას მკვლელობაში ან ვინც ვიცით, რომ ფიგურირებდა გალში ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალებაში", - აღნიშნა პარტიის წევრმა სერგი კაპანაძემ. "ევროპული საქართვველოს" პოზიციას "ნაციონალურ მოძრაობაშიც" იზიარებენ. ფრაქციის თავმჯდომარე რომა გოცირიძე აცხადებს, რომ "ოთხოზორია-ტატუნაშვილის" სია უნდა გაფართოვდეს. „ეს სია უნდა იყოს ისეთი ფორმის როგორიც არის მაგნიტსკის სია ,უნდა გაფართოვდეს და ის ადამიანები უნდა მოხვდნენ რომელთა წინააღმდეგაც არ არის სისხლის სამართლის საქმე, თუმცა იკვეთება პოლიტიკური თუ სხვა სახის პასუხისმგებლობა", - განაცხადა გოცირიძემ.
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)