22:22 - 21 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-31 14:34:43, 979 ნახვა

პოლიტიკა
ყაველაშვილი: გიორგი სამუშიამ სააკაშვილის ემიგრანტებთან შეხვედრისას, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს წიწაკის „სპრეი“ შეასხა

გიორგი სამუშია წინა ხელისუფლების ჯალათი და ეჭვმიტანილი წამებაზე, უკრაინაში დაკავებულია ,- ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 „გიორგი სამუშია, ეგრეთ წოდებული წინა ხელისუფლების ჯალათი პირდაპირ შემიძლია ვთქვა, ეჭვმიტანილი წამებაზე დაკავებულია უკრაინაში. ეს ის ადამიანია, რომელიც სულ ახლახანს მიხეილ სააკაშვილი როცა ხვდებოდა ემიგრანტებს,  მაშინ იკადრა და იქ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს წიწაკის „სპრეი“ შეასხა. ეს ადამიანი არის მწამებელი და ეს არის სიმბოლო იმის, რომ ერთი ჩვეულებრივი ამბავი, რომელიც მოქალაქეობის დაბრუნებით მოხდა უკრაინაში. ეს ადამიანი იმართება ყოფილი პრეზიდენტისგან, რომელიც შოუებს დგამს ყოველთვის.  სიმბოლურია ზუსტად ის, რომ  „ნაციონალური მოძრაობის“ ერთი შეხედვით  თითქოს მოტივაცია, რომ რაღაცა საკითხებზე საუბრობს და მეორე ის, რომ ასეთი ადამიანები უმაგრებენზურგს,  ეს იყო ზუსტად ტრიუმფის დასასრული. გიორგი სამუშია და ასეთი ადამიანები, რომლებმაც უამრავი დანაშაული ჩაიდინეს ჩვენი მოქალაქეების წინაშე აუცილებლად იქნებიან დასჯილები“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
7-8 საათის განმავლობაში თბილისში თვის ნორმაზე 1.5-ჯერ მეტი ნალექი მოვიდა – სააგენტო
გახარია: ოკუპაცია არ შეიძლება გახდეს ვაჭრობის საგანი და ანექსია - ნორმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics