|
2019-05-31 14:23:08, 909 ნახვა
პოლიტიკა
კარლო კოპალიანი ენმ-ს: კიევში თქვენი ზონდერი დაიჭირეს, რომელსაც ჩვენს სისხლში ჰქონდა ხელები გასვრილი
„კიევში თქვენი ზონდერი დაიჭირეს, რომელსაც სისხლში ჰქონდა ხელები გასვრილი, ჩვენს სისხლში და ეს კიდევ გაგრძელდება“, - ასე გამოეხმაურა უმრავლესობის წევრი კარლო კოპალიანი უკრაინაში გიორგი სამუშიას დაკავებას. „მინდა ორი სიტყვა ვთქვა იმ თავხედობასთან დაკავშირებით, რასაც ამ დარბაზში ხდება. იქნებ ვინმეს დაავიწყდა როდესაც ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე ლაპარაკობს, როდესაც მათი უშიშროების საბჭოს მდივანი ერთი თვე გენერალ ბორისოვის პირადი მძღოლი იყო. თქვენ არ მოგეწონებათ ეს პრემიერ-მინისტრი, იმიტომ რომ თქვენ მოგწონთ ისეთი პრემიერი, რომელიც ყველა ნაბახუსევზე „ტრუპებს“ ითხოვდა. თქვენ არ მოგეწონებათ ასეთი ხელისუფლება, რა თქმა უნდა, და ეს გასაკვირი არაა. ძალადობაზე ნუ საუბრობთ. ძველი დაგავიწყდათ? გუშინდელი გაიხსენეთ. კიევში თქვენი ზონდერი დაიჭირეს, რომელსაც სისხლში ჰქონდა ხელები გასვრილი, ჩვენს სისხლში და ეს კიდევ გაგრძელდება“, - განაცხადა კარლო კოპალიანმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)