|
2015-06-30 17:00:39, 599 ნახვა
საზოგადოება
კაპიტალის ბაზრის რეფორმირების პროექტზე კერძო და საჯარო სექტორს შორის დიალოგი დაიწყო
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოში კაპიტალის ბაზრის რეფორმირების საკითხებზე სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც 30 ივნისს სასტუმრო „რედისონში“ გაიმართა. ვიცე-პრემიერის განცხადებით, ეს არის პირველი შეხვედრა კერძო და საჯარო სექტორს შორის კაპიტალის ბაზრის რეფორმის პროექტზე მსჯელობისთვის და ასეთი დისკუსიების გამართვა დაინტერესებულ მხარეებს შორის შემდგომშიც არის დაგეგმილი. „დღეს იწყება დიალოგი საჯარო და კერძო სექტორს შორის კაპიტალის ბაზრის რეფორმირების პროექტზე. 31 ივლისამდე უნდა დაიდოს რეფორმის საგზაო რუკა, პირველი სექტემბრისთვის უნდა მომზადდეს უკვე დროში გაწერილი სამოქმედო გეგმა, ხოლო წლის ბოლომდე მზად უნდა იყოს საკანონმდებლო ცვლილებათა სრული პაკეტი. ასეთი გეგმა გვაქვს აზიის განვითარების ბანკთან ერთად შემუშავებული, რომელთან ერთადაც ვიმუშავებთ დიაგნოსტიკურ რეპორტზე. ეს გრაფიკი გათვალისწინებულია სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან შეთანხმებული გეგმის ჩარჩოებში“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა. გიორგი კვირიკაშვილმა სურვილი გამოთქვა, რომ დიალოგი იყოს მაქსიმალურად ღია, რათა წამოწყებული რეფორმა სწორად განხორციელდეს. მისივე განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კაპიტალის ბაზრის რეფორმის კუთხით ნაბიჯების გადადგმა ხდება საპენსიო რეფორმის პარალელურად, რომლის წინასწარი ვარიანტიც უკვე დამტკიცებულია. „საპენსიო რეფორმის შედეგად მოხდება მნიშვნელოვანი რესურსების აკუმულირება ადგილობრივ ვალუტაში. ამ რესურსების აბსორბცია უნდა მოხდეს საქართველოში და არამარტო საქართველოში არსებული ფინანსური ინსტრუმენტებით. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია პარალელური ნაბიჯებით განვახორციელოთ ეს რეფორმა და მივიდეთ იმ ფორმულამდე, რომელიც ოპტიმალურ შედეგს მოგვიტანს“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. კაპიტალის ბაზრის რეფორმირების პროექტზე კერძო და საჯარო სექტორს შორის გამართული შეხვედრა აზიის განვითარების ბანკისა და USAID-ის ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრას ექსპერტები, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ბიზნეს-კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
სატვირთოს მძღოლი, რომელიც რკინის კონსტრუქციებში მოყვა, დაიღუპა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)