15:31 - 04 Jul, 2026
|
2019-05-30 17:27:02, 1552 ნახვა
სამართალი
სასამართლომ მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი უდანაშაულოდ ცნო
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი უდანაშაულოდ ცნო. ბრალდების მხარე კვირიკაშვილისთვის სასჯელის სახით პატიმრობას, დაცვის მხარე კი, უპირობო გათავისუფლებას ითხოვდა. გარდა ამისა, მოსამართლის გადაწყვეტილებით, მორაგბეს 15-ათასლარიანი გირაო გაუუქმდება, ყადაღა მოეხსნება მის სახლს და დაუბრუნდება ავტომანქანა, რომელიც ავტოსადგომზე იყო გაჩერებული. შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა 2016 წლის 21 ივლისს ქუთაისის შემოვლით გზაზე მოხდა. შემთხვევას 26 წლის გიორგი პაპასკირი, მისი მეუღლე, მათი მეგობარი და თავად კვირიკაშვილის მეუღლე ანანო ბუაძე ემსხვერპლნენ. გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)