|
2019-05-30 12:32:28, 972 ნახვა
პოლიტიკა
გოცირიძე: მთავრობამ უკან დაიხია, წარმოუდგენელია ერთი თვის წინ გაცემული დოკუმენტი მინისტრს არ სცოდნოდა
მთავრობამ უკან დაიხია, წარმოუდგენელია ერთი თვის წინ გაცემული დოკუმენტი არ სცოდნოდა მინისტრს, - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომან გოცირიძე ეკონომიკის მინისტრის მიერ, ფოთის პორტის მშენებლობის ნებართვის გაუქმებას. გოცირიძის შეფასებით, უხეშად გამოუვიდათ ანაკლიის პორტის ჩაგდება და მიხვდნენ, რომ ამას საერთაშორისო რეზონანსი მოჰყვებოდა. „ძალიან უხეშად გამოუვიდა ანაკლიის პორტის პროექტის ჩაგდება. მას მოჰყვებოდა ძალიან დიდი და საერთაშორისო რეზონანსი. წარმოუდგენელია რომ ერთი თვის წინ გაცემული დოკუმენტი არ სცოდნოდა მინისტრს და ვინმეს მთავრობაში. ანაკლიის პროექტის ჩაგდება იყო ამ მექანიზმით გათვალისწინებული. არავითარი პორტი ფოთში არ აშენდებოდა, ანაკლიის პორტი დაწყებულია და ორ წელიწადში დასრულდება თუ მთავრობამ ხელი არ შეუშალა, ხოლო ფოთის ახალი პორტის მშენებლობას დასჭირდებოდა მრავალი წელი“, - აღნიშნა გოცირიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)