|
2019-05-29 11:12:38, 1287 ნახვა
სამართალი
მეუღლის მიმართ განხორციელებული მუქარისა და ძალადობისთვის ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო
თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის მიმართ განხორციელებული მუქარისა და ფიზიკური ძალადობისთვის ბრალდებული კ.ღ დამნაშავედ ცნო. უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2018 წლის 26 დეკემბერს კ.ღ. ახმეტის რაიონში, მისსავე საცხოვრებელ სახლში მეუღლეს ა.ხ-ს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რა დროსაც უყვიროდა, რომ არ აცოცხლებდა. „სასამართლო პროცესზე ასევე დადასტურდა, რომ კ.ღ-მ 2018 წლის 29 დეკემბერს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, მეუღლეზე ფიზიკურად იძალადა. სამართალდამცველებმა კ.ღ 2018 წლის 29 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით) და 111 -151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა მუქარა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თელავის რაიონულმა სასამართლომ კ.ღ დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)