12:45 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-27 14:48:28, 1976 ნახვა

მსოფლიო
ულტრამემარჯვენე პოპულისტურმა პარტიებმა იტალიაში, საფრანგეთში, უნგრეთში და ბრიტანეთში გაიმარჯვეს

ევროპის საპარლამენტო არჩევნებში 2014 წლის შემდეგ გაზრდილი მხარდაჭერა მიიღეს ულტრა-მემარჯვენე და პოპულისტურმა პარტიებმა. უნგრეთში, ევროპარლამენტის არჩევნებზე პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესმა“ გაიმარჯვა. ბიულეტენების 98%-ის დათვლის შედეგად, „ფიდესმა“ ხმების 52% მოიპოვა.

მეორე ადგილზე ხმების 16,3%-ით მემარცხენე დემოკრატიული კოალიციაა, მესამე ადგილზეა ლიბერალური პარტია, რომელსაც ამომრჩეველთა 9,7%-მა დაუჭირა მხარი. 

ბრიტანეთში პირველადი შედეგებით, ნაიჯელ ფარაჯის ბრექსიტის პარტია ლიდერობს.
შედეგების მიხედვით, ბრექსიტის პარტიას საარჩევნო უბნებზე მისული მოსახლეობის 29 პროცენტმა მისცა ხმა, ლეიბორისტებს 20 პროცენტი აქვთ, ლიბერალ-დემოკრატებს 18 პროცენტი, მწვანეებს 16 პროცენტი, კონსერვატიულ პარტიას კი შვიდი პროცენტი. საარჩევნო აქტივობამ 34 პროცენტი შეადგინა.

საფრანგეთში პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ცენტრისტულმა რენესანსის ალიანსმა ხმათა 22.5% მიიღო, ხოლო მისმა მთავარმა ოპონენტმა, მარინ ლე პენმა და მისმა ულტრა-მემარჯვენე ანტი-საიმიგრაციო პარტიამ 24%.

იტალიაში,  წარმატებას მიაღწია შინაგან საქმეთა მინისტრ მატეო სალვინის ულტრა-მემარჯვენე პარტიამ ხმათა 30%-ით. ზოგიერთ რეგიონში "ლიგამ" 45 პროცენტიანი მხარდაჭერაც მიიღო. ვიცეპრემიერმა სალვინიმ ამომრჩეველს გამოჩენილი მხარაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ევროპარლამენტის არჩევნები ევროკავშირის 21 ქვეყანაში კვირას გაიმართა. მანამდე ევროპარლამენტის არჩევნები შედგა ნიდერლანდებში, გაერთიანებულ სამეფოში, ჩეხეთში, ლატვიაში, მალტაში, ირლანდიასა და სლოვაკეთში.

სულ ევროპის მოქალაქეები 751 დეპუტატს აირჩევენ, რომლებიც ევროპარლამენტში 2024 წლამდე იმუშავებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს
NGO-ები: წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics