11:34 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-22 16:52:31, 1122 ნახვა

კომენტარი
მიხეილ სააკაშვილი: ყვარელში ახალგაზრდულ სკოლას გავხსნით, სადაც ოლიგარქთან ბრძოლას ვასწავლით

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ყვარელში ახალგაზრდული სკოლის დაარსებას აანონსებს, სადაც ოლიგარქთან ბრძოლის სტრატეგიას ასწავლიან, - ამის შესახებ სააკშვიმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეო მიმართვაში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოში დასაბრუნებლად საფუძველს ამზადებს.

„ყვარელში ვაანონსებთ ახალგაზრდული სკოლის შექმნას ზაფხულში, აქ 500 ახალგაზრდას მივიწვევთ, ვესაუბრებით ბრძოლის თანამედროვე ტექნოლოგიებზე, საინფორმაციო მეთოდებზე, რეფორმირებაზე, ანტისაოკუპაციო პოლიტიკაზე, იმაზე, თუ როგორ ამოვათრიოთ საქართველო ჭაობიდან ივანიშვილის მოშორების შემდეგ და რა თქმა უნდა, ოლიგარქთან ბრძოლის ტაქტიკაზე, სტრატეგიაზე და ამას ერთად ჩამოვაყალიბებთ. თავს ნუ შეიწუხებთ იქ სუს-ის ხალხის ჩანერგვით, რადგან სიცრუის დეტექტორზე შევამოწმებთ თითოეულ კანდიდატს და ვერავინ გაგვიძვრება. აქ მოვიწვევთ უცხოელებს, კულტურის მოღვაწეებს და ა.შ. ეს იქნება ის სკოლა, რომელიც შეადგენს ბირთვს მომავალი ძალიან მკვეთრი ეტაპისთვის ჩვენი ოლიგარქის მოშორების შემდგომი ქმედებების მხრივ. ნებისმიერი ნიჭიერი ადამიანი, მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა, მიღებული იქნება. მე თვითონაც ჩავერთვები დისტანციურად, რადგან რა თქმა უნდა, მე ვამზადებ საფუძველს ჩემი დაჩქარებული დაბრუნებისთვის საქართველოში და ბრძოლაში ჩართვისთვის“, - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კეიკო ფუჯიმორი პერუს პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა.
საგამოძიებო: ორ სხვადასხვა კორუფციულ საქმეზე ორი პირი დავაკავეთ
კობახიძე კვლავ ცდილობს ცენზურის სამმართველოს მუშაობა გაამართლოს
კობახიძე - ბატონი ფიშერი იყო ერთადერთი ელჩი, რომელმაც არათუ არაფერი გააკეთა ამ ურთიერთობების განვითარებისთვის, არამედ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დაზიანებულიყო ურთიერთობები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics