12:55 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-20 15:53:03, 1984 ნახვა

მსოფლიო
ვლადიმერ ზელენსკი: პრეზიდენტი არ არის კერპი, კაბინეტებში შვილების ფოტოები დაკიდეთ

უკრაინის ახალი პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სახელმწიფო უწყებებში კაბინეტებში პრეზიდენტის პორტრეტები უნდა ჩამოხსნან, - ამის შესახებ 112.UA იუწყება. 

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ჩინოსნებმა თავიანთ კაბინეტებში შვილების ფოტოები უნდა დაკიდონ. 

"მინდა, რომ თქვენს კაბინეტებში არ იყოს ჩემი პორტრეტები, რადგან პრეზიდენტი არ არის ხატი, არ არის კერპი. დაკიდეთ იქ თქვენი შვილების ფოტოები და ყოველი გადაწყვეტილების წინ უყურეთ მათ თვალებში“, - მიმართა ზელენსკიმ უკრაინელ მაღალჩინოსნებს.

ცნობისთვის, დღეს კიევში ახლადარჩეული პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის ინაუგურაცია გაიმართა. უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლის დროს, პრეზიდენტმა პარლამენტის დათხოვნის შესახებ განაცხადა. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ ვადამდელი არჩევნები უნდა დაინიშნოს. 

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური უკრაინაში 21 აპრილს ჩატარდა. მსახიობმა და შოუმენმა ზელენსკიმ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო დაამარცხა. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს
NGO-ები: წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics