|
2019-05-20 11:12:46, 1569 ნახვა
სამართალი
ოზურგეთში, არასრულწლოვანთან გარყვნილ ქმედებასა და თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებულს 7 წლით პატიმრობა მიესაჯა
ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან გარყვნილ ქმედებასა და თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული მ.თ. დამნაშავედ ცნო. უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მ.თ.-მ 2018 წლის მარტში სოციალური ქსელით არასრულწლოვანი გოგონა გაიცნო, რომელსაც სოციალურ ქსელ ,,FACEBOOK"-ის პირად პროფილზე შიშველი ფოტოები გადააგზავნინა, შემდეგ კი არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედება განახორციელა. ასევე მ.თ.-ს მოთხოვნით გოგონამ ინტიმური ფოტო-ვიდეო ფაილები გადაიღო და მ.თ-ს გადაუგზავნა. „2018 წლის აგვისტოში მ.თ. სოციალური ქსელით ისევ დაუკავშირდა არასრულწლოვანს და მუქარით და იძულებით ინტიმური ხასიათის ვიდეოს გადაღება მოსთხოვა. მ.თ.-ს მხრიდან განხორციელებული მუქარის, სასტიკი მოპყრობის, მისი პატივის და ღირსების სისტემატური დამცირების გამო არასრულწლოვანმა გოგონამ 2018 წლის 15 აგვისტოს საცხოვრებელი სახლის აივანზე თავი ჩამოიხრჩო. სამართალდამცველებმა მ.თ. 2018 წლის 17 აგვისტოს ქ.ოზურგეთში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით (თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან გარყვნილი ქმედება) და 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ მ.თ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)