11:35 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-19 23:24:16, 1177 ნახვა

კომენტარი
მიქელაძე: სასულიერო პირები საარჩევნო უბანზე გაჩერდნენ 3-5 წუთი, ამაზე საარჩევნო ადმინისტრაცია იმსჯელებს

„სასულიერო პირები საარჩევნო უბანზე გაჩერდნენ 3-5 წუთი, თუ ამაზე არსებობს შესაბამისი საჩივრები, საარჩევნო ადმინისტრაცია იმსჯელებს“, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა.

როგორც მიქელაძემ განმარტა, კანონმდებლობა არაუფლებამოსილი პირის საარჩევნო უბანზე ყოფნას არ ითვალისწინებს.

„ზუგდიდის რამდენიმე საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა სამღვდელო პირების მისვლის ფაქტი. მათი სურვილი იყო, რომ ეკურთხებინათ უბანი და კომისიის წევრები. მე-3 საარჩევნო უბანზე მისვლისას, ისინი არ შეუშვეს უბანზე, თუმცა მე-5 და 81-ე საარჩევნო უბნებზე სამღვდელოების წარმომადგენლები უბანზე იმყოფებოდნენ. მათ აკურთხეს საარჩევნო უბანი და კომისიის წევრები. ამასთან დაკავშირებით, საარჩევნო ადმინისტრაცია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კანონმდებლობა არ ითვალისწინებს არაუფლებამოსილი პირის საარჩევნო უბანზე ყოფნას, რა მიზეზითაც არ უნდა იყოს ის. თუმცა დამატებითი ინფორმაციით შეიძლება ითქვას, რომ ისინი უბანზე გაჩერდნენ მხოლოდ 3-5 წუთის განმავლობაში. თუკი ამაზე არსებობს შესაბამისი საჩივრები, ყველა მათგანზე იმსჯელებს საარჩევნო ადმინისტრაცია და ექნება შესაბამისი კანონისმიერი რეაგირება“, - განაცხადა ანა მიქელაძემ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კეიკო ფუჯიმორი პერუს პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა.
საგამოძიებო: ორ სხვადასხვა კორუფციულ საქმეზე ორი პირი დავაკავეთ
კობახიძე კვლავ ცდილობს ცენზურის სამმართველოს მუშაობა გაამართლოს
კობახიძე - ბატონი ფიშერი იყო ერთადერთი ელჩი, რომელმაც არათუ არაფერი გააკეთა ამ ურთიერთობების განვითარებისთვის, არამედ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დაზიანებულიყო ურთიერთობები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics