14:47 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-29 14:07:38, 732 ნახვა

საზოგადოება
ქაშუეთის ტაძარში ეთერ კაკულიას სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში ქართველი მომღერლის ეთერ კაკულიას სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი იმყოფებოდა.

ილია მეორემ სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. სამოქალაქო პანაშვიდზე საზოგადოებისათვის ცნობილი სახეები, მომღერლები და მსახიობები იმყოფებიან.

როგორც მსახიობმა ლალი ბადურაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ეთერ კაკულია არამარტო მეგობრებისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის უახლოესი ადამიანი იყო.

„მას დარდიც ჰქონდა და გაჭირვებაც. მძიმე პერიოდი გამოიარა, მაგრამ ისეთი ბუნების იყო, არასოდეს არავის აწუხებდა. ისეთი ბუნების გახლდათ, თქვენ ახალგაზრდები ხართ და თქვენთანაც იმეგობრებდა. იყო უშუალო და უბრალო, ამიტომაც მეცოდება. ის შეუპოვრად ებრძოდა ამ მძიმე სენს, მაგრამ სამწუხაროდ... მინდა ყველამ დაიტოვოს და დაიმახსოვროს ისეთი ეთერი, როგორიც ის იყო“, - განაცხადა ლალი ბადურაშვილმა.

ეთერ კაკულიას ხვალ დროებით ვაკის სასაფლაოზე, მშობლების გვერდით დაკრძალავენ, შემდეგ კი, მახათას მთაზე, ახალ საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გადაასვენებენ. მომღერალი ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად, 26 ივნისს გარდაიცვალა. მომღერალი კიბოთი იყო დაავადებული და მიუხედავად მკურნალობისა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics