23:04 - 19 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-17 13:14:33, 940 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: ე.წ. კვლევების შედეგები წინასაარჩევნო პერიოდში, დისონანსის შემოტანის მცდელობაა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სხვადასხვა ტიპის კვლევებს, რომელთა შედეგებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია გაიმარჯვებს, წინასაარჩევნოდ საზოგადოებრივ ცხოვრებაში დისონანსის შეტანის მცდელობად აფასებს, - ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს ბათუმში ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

„2012 წლიდან დაწყებული, მე ბევრი მსგავსი ე.წ კვლევის შესახებ მსმენია და საზოგადოების არჩევანი ყოველთვის იყო ნათელი. საზოგადოება ამჯერადაც გააკეთებს არჩევანს და ამაში კიდევ ერთხელ ყველა დავრწმუნდებით. მსგავსი ტიპის დეზინფორმაცია და „ფეიკ ნიუსები", ჩემი აზრით, გარკვეული ძალების მიერ წინასაარჩევნო პერიოდში საზოგადოებრივ ცხოვრებაში დისონანსის შემოტანის მცდელობაა", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
რუსეთმა ზაპოროჟიეს საცხოვრებელ ზონაში იერიში მიიტანა: ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი დაიჭრა
სოფელ შენაქოს ხიდის მისასვლელი მონაკვეთი ჩამოიშალა
ჭიღლაძე რუსების მიერ მოწყობილი პროვოკაციის მსხვერპლია, თავადაც დაზარალებული – ადვოკატი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics