|
2019-05-16 19:35:51, 1701 ნახვა
სამართალი
სასამართლომ გეი ბიჭს მამის მიერ წართმეული სახლი დაუბრუნა
"თანასწორობის მოძრაობის" ინფორმაციით, სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მისი სარჩელი, რომლითაც გეი ბიჭი მამას ედავებოდა სახლის წართმევას, რის გამოც იგი უსახლკაროდ დარჩა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბათილად ცნეს ჩუქების ხელშეკრულებები, რომლითაც მამამ, როგორც კანონიერმა წარმომადგენელმა, არასრულწლოვანი შვილის სახელზე აღრიცხული ქონება, სიძულვილის მოტივით მამამისს აჩუქა. სასამართლომ არ დააკმაყოფილა აღნიშნული ბინიდან, მოძალადე მამის და ბაბუის გამოსახლების შესახებ მოთხოვნა, მიუხედავად იმისა რომ წარდგენილ იქნა არაერთი მტკიცებულება მამის მხრიდან არასრულწლოვან შვილზე ძალადობის განხორციელებასთან დაკავშირებით. თანასწორობის მოძრაობა, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ, მოსარჩელესთან შეთანხმებით გადაწყვეტს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დავა აწარმოოს თუ არა. მოტყუებით წართმეული ქონების ისევ არასრულწლოვნის სახელზე გადაფორმება მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევა. აღნიშნულ ქონებას 2019 წლის 7 თებერვლიდან ყადაღა ჰქონდა დადებული. სასამართლო გაეცნო “თანასწორობის მოძრაობის” იურისტების წარდგენილ შუამდგომლობას, შეამოწმა მისი დასაბუთებულობა და მიიჩნია რომ ყადაღის გამოუყენებლობა გააძნელებდა, ან შეუძლებელს გახდიდა გადაწყვეტილების აღსრულებას, ან გამოიწვევდა სადავო ან დარღვეული უფლების განხორციელების შეუძლებლობას, რის გამოც მიზანშეწონილად მიიჩნია სადავო უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება. უძრავი ქონება ბაბუამ თავის არასრულწლოვან შვილიშვილს 5 წლის წინ აჩუქა. მას შემდეგ, რაც გაიგეს მისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ, ეს ქონება მამამ, ბაბუამ და მამიდამ ერთი წლის წინ ჯერ გადააფორმეს ისევ ბაბუის სახელზე, შემდეგ კი მამიდაზე. კანონმდებლობის მიხედვით, მამას, როგორც მეურვეს უფლება ჰქონდა, რომ მისი შვილის სახელზე რიცხული ქონება სხვის სახელზე გაეფორმებინა. აღსანიშნავია ის, რომ მამის ეს ქმედება განპირობებული იყო დისკრიმინაციული საფუძვლით – მამას არ მოსწონდა, რომ მის შვილს განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია და თვითგამოხატვა აქვს. შვილის სახელზე აღრიცხული ქონების გაჩუქებამდე, მამა შვილზე ძალადობდა სისტემატურად: კვირაში ორჯერ, ან სამჯერ აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. მოძალადე მამა 2018 წლის თებერვალში სასამართლომ დამნაშავედ სცნო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის.
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)