10:50 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-28 14:17:26, 467 ნახვა

პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი: ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტი კიდევ უფრო გაუმჯობესდება და სისტემისთვის უფრო სასარგებლო იქნება

" ნებისმიერი კანონის განხილვა პოლიტიკური პროცესია  და ამას ვერ ავცდებით,  მაგრამ ჩვენი ამოცანაა, მსჯელობა უფრო მეტად პროფესიული სტანდარტების კუთხით იყოს",-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტის თაობაზე საუბრისას განაცხადა.

 მისი განმარტებით, ეროვნული ბაკის შესახებ კანონი კიდევ უფრო დაიხვეწება და სისტემისთვის ის უფრო მეტად სასარგებლო იქნება.

"პირვანდელ სახესა და გუშინ მიღებულ ვერსიას შორის დიდი განსხვავებაა. კიდევ უფრო გაუმჯობესდება კანონის პროექტი და ის უფრო სასარგებლო იქნება სისტემისთვის. პოლიტიკური პროცესია ნებისმიერი კანონის განხილვა და ამას ვერ ავცდებით,  მაგრამ ჩვენი ამოცანაა, უფრო მეტად პროფესიული სტანდარტების კუთხით იყოს მსჯელობა,"- აღნიშნა  დავით უსუფაშვილმა. 

შეგახსენებთ,  78 ხმით ერთის წინააღმდეგ პარლამენტმა "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში ცვლილებები გუშინ  პირველი მოსმენით დაამტკიცა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-მ ახლო აღმოსავლეთში კიდევ 18 F-35A გამანადგურებელი განათავსა
თეირანი ჰორმუზის სრუტის გავლით გადასასვლელად საფასურს დააწესებს მემორანდუმის შესაბამისად
მეწყერის გამო სოფელ მაღაროსკართან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics