12:40 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-14 16:31:54, 1603 ნახვა

კომენტარი
ადვოკატი: მერაბიშვილს დასახელებული ჰყავს ყველა ის პირი, ვინც მისი საკნიდან გაყვანის ეპიზოდში მონაწილეობდა

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის ადვოკატის გიორგი ჩივიაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა დაკითხვაზე ყველა იმ პირის სახელ და გვარი მიუთითა, ვინც მასზე იძულებას ახორციელებდა. 

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ვანო მერაბიშვილს შეუძლია ამოიცნოს პირი, რომელმაც საკნიდან გაიყვანა. გარდა ამისა, ყოფილ პრემიერს დასახელებული ჰყავს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობდა მის საკნიდან გაყვანას. 

„ეს არის მესამე დაკითხვა,ჩვენ წინა ორ დაკითხვაში მითითებული გვყავს ადამიანები სახელებით და გვარებით, თუ ვინ ახორციელებდა კონკრეტულად იძულებას, მითითებული გვაქვს ისიც რომ ამოცნობა შეუძლია ადამიანების ვინც კონკრეტულად მოკიდა ხელი და გაიყვანა, მაგრამ ამოცნობა არ ჩატარებულა და ალბათ, არც ჩაატარებენ, იმიტომ რომ ყველაფერია იმისთვის, რომ ეს ადამიანები პასუხისგებაში იყვნენ მიცემული, მაგრამ ხელისუფლება საკუთარ თავს არ დაიჭერს“, - განაცხადა გიორგი ჩივიაშვილმა.

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
კეიკო ფუჯიმორი პერუს პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics