|
2015-06-27 15:47:49, 707 ნახვა
ეკონომიკა
ზურაბ გვასალია: ზედამხედველობის ფუნქცია ეროვნული ბანკიდან არ გამოდის, უბრალოდ მისი დამოუკიდებლობის ხარისხი უფრო მაღალი იქნება
„არ ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ ზედამხედველობის ფუნქცია ეროვნული ბანკიდან გამოიყოფა, უბრალოდ მოხდება ამ ფუნქციის დამოუკიდებლობის ხარისხის ზრდა“,-ამის შესახებ საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ზურაბ გვასალიამ ჟურნალისტებს ეროვნული ბანკის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილების პირველი მოსმენით მიღების საკითხის კომენტირებისას განუცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული ცვლილებით ზედამხედველობის სამსახურის ლეგიტიმაცია იზრდება. „ზოგადად, რჩევები და კონსულტაციები კარგია, მეორე მოსმენამდე არის საკმაო დრო იმისათვის, რომ ეს რჩევები იყოს უფრო არგუმენტირებული. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ მთავრობა და პარლამენტი, ასევე დადებს იმ არგუმენტს თუ რატომ უნდა აიწიოს ზედამხედველობის ლეგიტიმაცია. მე არ ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ ეს ფუნქცია გამოყოფილი იქნება ეროვნული ბანკიდან, ის რჩება ეროვნული ბანკის შემადგენლობაში, უბრალოდ მას ექნება ბევრად უფრო მაღალი დამოუკიდებლობის ხარისხი“,-განაცხადა გვასალიამ.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)