|
2019-05-04 13:22:57, 1827 ნახვა
სამართალი
შსს-მ ერაყის მოქალაქე თბილისში ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახში ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, ერაყის მოქალაქე, ამჟამად საქართველოში დროებითი ბინადრობის უფლების მქონე, 1976 წელს დაბადებული მ.შ. თბილისში დააკავა. უწყების ინფორმაციით, მ.შ.-მ მიმდინარე წლის 30 აპრილს დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციას მიმართა და სახლიდან გაქცეული არასრულწლოვანი შვილების მოძებნაში დახმარება ითხოვა. იმავე დღეს, პოლიციას აღნიშნული მოქალაქის არასრულწლოვანმა შვილებმაც მიმართეს და განაცხადეს, რომ მამა მათზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად სისტემატურად ძალადობდა. „საგამოძიებო პროცესებში ჩაერთნენ სოციალური მუშაკებიც, რომლებმაც ორივე გოგონა დაუყოვნებლივ მცირე საოჯახო ტიპის სახლში გადაიყვანეს. პოლიციამ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაადგინა, რომ მ.შ. საკუთარ შვილებზე ძალადობდა, რის გამოც იგი ბრალდებულის სახით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. გამოძიება წინასწარი შეცნობით ორი ან მეტი არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ოჯახში ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)