|
2019-04-30 13:32:21, 1257 ნახვა
პოლიტიკა
ლილიან მორი პასკიე - პარლამენტში, პოლიტიკურ მხარეებს შორის დემოკრატიული დიალოგის უზრუნველყოფა მნიშვნელოვანია
„ყველა პოლიტიკურ ძალას დიდი პასუხისმგებლობა აწევს მხრებზე, როცა საუბარი გვაქვს, რომ ოპოზიციური მხარეების უფლებებს და შეხედულებებს პატივი უნდა ვცეთ, რადგან ისინი ხელს უწყობენ პოლიტიკური დებატების განხორციელებას“, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ლილიან მორი პასკიემ საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საქართველომ 20 წლის განმავლობაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია თუმცა, კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან შესაბამისობაში მოსაყვანად, მუშაობის გაგრძელებაა საჭირო. „თუ ჩვენ დავუბრუნდებით იმ 20 წლის წინანდელ პერიოდს, ძალიან ხელშესახებ შედეგებს დავინახავთ. როცა ჩვენ ვსაუბრობთ სასამართლო სისტემის პროგრესზე, აქაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული. საქართველოს სჭირდება გააგრძელოს კანონმდებლობის შემუშავება ევროკავშირის სამართალთან შესაბამისობაში. ასევე მნიშვნელოვანია დემოკრატიული დიალოგის უზრუნველყოფა პარლამენტში ყველა პოლიტიკურ მხარეს შორის, რათა მოხდეს საზოგადოების კონსოლიდირება, იმ მხარდაჭერის მოპოვება, რომელიც საჭიროა ფართომასშტაბიანი რეფორმებისთვის. ყველა პოლიტიკურ ძალას ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აწევს მხრებზე, როცა საუბარი გვაქვს, რომ პატივი უნდა ვცეთ უფლებებს და შეხედულებებს ოპოზიციური მხარეების, რადგან ისინი ხელს უწყობენ პოლიტიკური დებატების განხორციელებას დემოკრატიული ინსტიტუციების ჩამოყალიბებისთვის. თუნდაც შეიძლება ეს შეხედულებები ყოველთვის ერთმანეთს არ ემთხვეოდეს“, - განაცხადა ლილიან მორი პასკიემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)