22:16 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-25 12:21:28, 1416 ნახვა

პოლიტიკა
ბობოხიძე - ენმ-მ შეთანხმება დაარღვია, თუმცა ამომრჩეველს შეთანხმებული კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოვუწოდებთ

„ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების შეცვლა საზოგადოების და დემოკრატიული ოპოზიციის საერთო ამოცანაა“,  - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, აკაკი ბობოხიძე ბრიფინგზე განაცხადა.

„ევროპული საქართველო“ მხარდამჭერებს მოუწოდებს, 19 მაისის შუალედურ არჩევნებში "ნაციონალურ მოძრაობასთან" შეთანხმებულ კანდიდატებს დაუჭირონ მხარი.

„საპრეზიდენტო არჩევნების პირველმა ტურმა აჩვენა, რომ ეს ამოცანა განხორციელებადია. სწორედ ამის გამოა აუცილებელი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროდასავლურ ოპოზიციურ ძალებს შორის კოორდინირებული მუშაობა.

ამიტომ მივმართეთ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 19 მაისის შუალედური არჩევნებზე კოორდინირებული მუშაობის წინადადებით და მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ შუალედურ არჩევნებზე 7 საარჩევნო ერთეულში ენმს და 6 საარჩევნო ერთეულში ევროპული საქართველოს შერჩეულ კანდიდატებს დავუჭერდით მხარს.  სამწუხაროდ, ეს შეთანხმება ენმს ხელმძღვანელობამ ჯერ მარნეულში ხოლო შემდგომ ჭიათურაში დაარღვია.

ამის მიუხედავად ჩვენ არ ვაპირებთ ამ შეთანხმების დარღვევას და მოვუწოდებთ „ევროპული საქართველოს“ ამომრჩეველს, (ისევე როგორც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში) სრულად დავუჭიროთ მხარი შეთანხმებულ კანდიდატებს. ასევე იმედი გვაქვს „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველთა მხარდაჭერის ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ჩვენს საერთო ბრძოლაში“, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მიხეილ სააკაშვილი: რიყის თეატრი თქვენი მემკვიდრეობაა, რომელსაც ახლა ხალხს ართმევენ
გეგელია: კრემლი ღიად აქებს „ოცნების“ მთავრობას მეასედ
ირაკლი კობახიძე – საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან
ახალქალაქში, საკუთარ სახლში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics