17:39 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-23 15:53:33, 1795 ნახვა

კომენტარი
ადვოკატი - ლევან ჯიბღაშვილი დაკითხვისას გამოძიებას ეტყვის თუ ვის ეკუთვნოდა მისი მანქანიდან ამოღებული ჩანთა

დაკავებული მსახიობის ლევან ჯიბღაშვილის ადვოკატი ამირან გიგუაშვილი აცხადებს, რომ მისთვის ჯერჯერობით უცნობია, რა რაოდენობის ნარკოტიკი ამოიღეს მისი დაცვის ქვეშ მყოფის ავტომობილიდან. 

ამასთან, როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ლევან ჯიბრაშვილი არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ ჩანთა, რომელშიც აკრძალული ნივთიერება იყო, მისი მანქანიდან ამოიღეს. დაცვის მხარე ამბობს, რომ ჯიბღაშვილი გამოძიებასთან თანამშრომლობს. 

"ლევან ჯიბღაშვილი მისი შემოწმების პროცესიდან დრემდე აქტიურად ეხმარება გამოძიებას, იმისათვის რომ დადგინდეს ყველა ნიუანსი. ის არასდროს უარყოფდა, რომ ჩანთა, რომელშიც აკრძალული ნივთიერება იყო, მისი მანქანიდან ამოიღეს. დანარჩენ დეტალებს და ინფორმაციას, თუ ვის ეკუთვნოდა ჩანთა და რატომ იყო ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მანქანაში, გამოძიებას მივაწვდენთ. ნარკოტიკების ოდენობის შესახებ ინფორმაციას ველოდები", - განაცხადა ამირან გიგუაშვილმა. 

მსახიობი მცხეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება, სადაც მას ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics