|
2019-04-22 15:21:06, 11562 ნახვა
კულტურა
თბილისს ბორის ეიფმანის დასი ეწვია
თბილისის მერიის მხარდაჭერით, ფესტივალის - „თბილისი რიტმი“ 2019 წლის სეზონს მსოფლიოში სახელგანთქმული „ეიფმანის სანკტ-პეტერბურგის საბალეტო თეატრი სპექტაკლით - „როდენი, მისი მარადი კერპი“ გახსნის. 56-წევრიანი საბალეტო დასი თბილისს 21 აპრილს სრული შემადგენლობით ეწვია. სპექტაკლები 22 და 23 აპრილს, 20:00 საათზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება. ღონისძიებას დედაქალაქის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია დაესწრება. ბალეტი წამყვანმა კრიტიკოსებმა 21-ე საუკუნის შედევრად აღიარეს. მსოფლიოს პრესტიჟულ სცენებზე ბორის ეიფმანის საბალეტო დასის ქორეოგრაფია მაყურებელს ცეკვის თავისუფლებით, ცოცხალი დინამიზმითა და პლასტიკური აზროვნებით იზიდავს. თავად მაესტრო კი თანამედროვე ბალეტმაისტერთა შორის ლიდერად არის დასახელებული. ბორის ეიფმანის ბალეტი „როდენი, მისი მარადი კერპი“ დიდი მოქანდაკეების - ოგიუსტ როდენისა და მისი მოსწავლის, შეყვარებულისა და მუზის, კამილა კლოდელის ბედსა და შემოქმედებას ეძღვნება. 15 წლის განმავლობაში, როდენსა და კლოდელს ვნებიანი შემოქმედებითი ურთიერთობა აკავშირებდათ, თუმცა მათი სიყვარული ტრაგიკული აღმოჩნდა. მხატვრებს შორის მომხდარმა განხეთქილებამ კამილას საბედისწერო დარტყმა მიაყენა, სულიერი ჯანმრთელობა შეურყია და მისი გარდაცვალების მიზეზად იქცა. სამყაროსაგან განდგომილ და სიღატაკეში დარჩენილ კამილას ფსიქიკური პრობლემები დაეწყო. თითქოს, მის წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულების ავადმყოფური იდეა, რომლის მთავარი ფიგურა როდენი იყო, ფსიქიკური აშლილობით დასუსტებული ქალის გონებას განუწყვეტლივ ტანჯავს. მან 30 წელი ფსიქიატრიულ კლინიკაში გაატარა, სადაც ყველასგან დავიწყებული და მიტოვებული 1943 წელს გარდაიცვალა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)