20:01 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-21 17:22:17, 1667 ნახვა

პოლიტიკა
ხასო ხანგოშვილი - ჰესის მშენებელი კომპანია ადგილობრივ მოსახლეობას მისაღებ პირობებს სთავაზობდა

პანკისის ხეობის უცუხესი ხასო ხანგოშვილი აცხადებს, რომ ჰესის მშენებელი კომპანია ადგილობრივ მოსახლეობას მისაღებ პირობებს სთავაზობდა, – ამის შესახებ მან საქართველოს პირველ არხთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ხეობაში საქმე ამ დონემდე არ უნდა მისულიყო.

„პანკისის ხეობაში არსებული ვითარება ძალიან მძიმე საყურებელია. აქამდე არ უნდა მისულიყო ეს საქმე. როდესაც ვხვდებოდით მინისტრებს, გვქონდა ამაზე საუბარი. განვაცხადეთ, რომ მოსახლეობა არ იყო ინფორმირებული, ხელისუფლებამ ამ კუთხით არ ჩაატარა განმარტებები, რამდენად შესაძლებელია ჰესის მშენებლობა. ჩვენი პოზიცია ყოველთვის ერთი და იგივე იყო, თუ ეს სახელმწიფოს ინტერესებს ემსახურება და აუცილებლად გაკეთდება, მაშინ ხეობამ რაც შეიძლება მეტი სარგებელი უნდა მიიღოს. აგრესია იმან გამოიწვია, რომ ამდენი რაოდენობის სპეცდანიშნულების რაზმის შემოყვანა ვფიქრობ, არ იყო საჭირო. თუკი წინააღმდეგობა იქნებოდა, შეიძლებოდა დალაპარაკება ახალგაზრდებთან.

მეორე მხარემ, მაგალითად, ფირმის წარმომადგენლებმა წერილობითაც გაავრცელეს თავიანთი ძალიან მისაღები პირობები. ჩემი გაგებითა და ანალიზით, ფირმა ცალკე დარჩა და ხელისუფლება ცალკე. ამიტომ, ვფიქრობ, ვერ ჩაწვდა მოსახლეობა. ახლაც ამბობენ, რომ ერთი ფირმის გამო რატომ უნდა იყოს მთელ საქართველოსთან დაპირისპირება. ფირმა თავის საქმეს აკეთებს და ხელისუფლებას ახსნა-განმარტება უნდა გაეკეთებინა. სპეცრაზმის შემოყვანამ ნამდვილად გამოიწვია აგრესიული განწყობა“, – აღნიშნა ხასო ხანგოშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძე – საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან
ახალქალაქში, საკუთარ სახლში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics