18:58 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-18 12:43:55, 1445 ნახვა

პოლიტიკა
მაგიდაზე ხელების ბრახუნი და შეძახილები - პარლამენტის სხდომა, რომელზეც მოსამართლეების კანონპროექტი უნდა განეხილათ, 14:00 საათამდე გადაიდო

პარლამენტის პლენარული სხდომა, რომელზეც დეპუტატებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებული კანონპროექტი უნდა განეხილათ 14:00 საათამდე გადაიდო.

მანამდე სხდომა ხმაურიანი განცხადებებით დაიწყო. "ევროპული საქართველოს" წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა მოითხოვა, რომ სხდომა ომბუდსმენის გამოსვლით დაწყებულიყო. პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ ტრიბუნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ანრი ოხანაშვილს უნდა დათმობოდა, რადგან დღის წესრიგით „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვაა გათვალისწინებული.

ანრი ოხანაშვლის გამოსვლა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა შეძახილებით და მაგიდაზე ხელების ბრახუნით გააპროტესტეს. თავდაპირველად ირაკლი კობახიძეს სხდომის გადადება არ უნდოდა, თუმცა მოგვიანებით, მან შესვენება გამოაცხადა და აღნიშნა, რომ სხდომა 14:00 საათზე განახლდებოდა. 

ცნობისთვის, კანონმდებლები დღეს სახალხო დამცველსაც მოუსმენენ, რომელიც მოსამართლეების არჩევის საკითხთან დაკავშირებით მოხსენებით წარდგება.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტის განხილვა გუშინ გადადო. როგორც მან განმარტა, უმრავლესობასთან შეხვედრის შემდეგ გამოითქვა მოსაზრება, რომ უმჯობესი იქნებოდა განხილვის დაწყებამდე დეპუტატებს კანონპროექტის ჩასწორებული ვერსია ჰქონდეთ. 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics