04:40 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-13 16:57:00, 2399 ნახვა

ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს, ენტონი დე ლანოისა და ფონდის ალტერნატიულ აღმასრულებელ დირექტორს, რიჩარდ დორნბოშს შეხვდა.

სსფ-ის წარმომადგენლებთან საუბარისას, ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე, რომლებმაც საშუალოვადიან პერიოდში უნდა უზრუნველყონ ქვეყნის ეკონომიკური ზრდის დაჩქარება.

საუბარი შეეხო სსფ-ის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის" (EFF) პროგრამის მიმდინარეობას, მიმდინარე წლის მაისში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის, კრისტინ ლაგარდის ვიზიტს საქართველოში.

 შეხვედრას დაესწრნენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, ბანკის ვიცე- პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი, ფინანსთა მინისტრის მოადგილეები ნიკოლოზ გაგუა და გიორგი კაკაურიძე.

 

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics