21:09 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-06 14:38:30, 1802 ნახვა

კომენტარი
პრემიერი - დადგება დღე, როდესაც აფხაზ თანამოქალაქეებთან ერთად, შევძლებთ ძლიერი საქართველოს შექმნას

დარწმუნებული ვარ, აუცილებლად დადგება დღე, როდესაც შევძლებთ ჩვენს აფხაზ თანამოქალაქეებთან ერთად, ერთიანი და ძლიერი საქართველოს შექმნას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ზუგდიდში, მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, სამეგრელო ყოველთვის იყო სამშობლოს სიყვარულის და პატრიოტიზმის სიმბოლო.

„თქვენი ულამაზესი ქალაქი და ეს ულამაზესი კუთხე ყოველთვის იყო მაგალითის მიმცემი ყველასთვის, მაგალითის მიმცემი სამშობლოს სიყვარულის, პატრიოტიზმის და ერთგულების. ამ ადგილიდან რამდენიმე კილომეტრში იწყება ჩვენი ყველაზე დიდი ტკივილი - ულამაზესი აფხაზეთი. დარწმუნებული ვარ, აუცილებლად დადგება დღე როდესაც ჩვენი ერთსულოვნებით და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პერსპეტქივის წარმოჩინებით შევძლებთ ჩვენს აფხაზ თანამოქალაქეებთან ერთად, ერთიანი და ძლიერი საქართველოს შექმნას. მე ამის მწამს თქვენთან ერთად“, - აღნიშნა პრემიერმა.

შეგახსენებთ, დღეს „ქართულმა ოცნებამ“ ზუგდიდის მერობის კანდიდატად გიორგი (გეგა) შენგელია წარადგინა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics